Monday, November 3, 2014

მოდული 8

   ვისწავლე გამოკითხვის ფორმის ჩამატება , დროის შეცვლა.

   წარმოვადგინე ჩემი ნამუშევრები და მოუსმინე სხვა ნამუშევრების პრეზენტაციას.

   დღეს ვისწავლე როგორ უნდა გავაზიარო საქაღალდე და როგორ უნდა მოვახერხო, რომ მენიუს ზოლში არსებული გვერდის გააქტიურების შემდეგ, პროექტის საქაღალდის სახელზე დაწკაპუნებით გაიხსნას იგი.
 ამისათვის;
1) My Drive -ზე უნდა ვხედავდე საქაღალდეს, რომლის დაკავშირებასაც ვაპირებთ ბლოგთან.
2) მარჯვენა ღილაკით უნდა გამოვიძახოთ მენიუ და ავირჩიოთ Share - share- advansed-change- On anyone with link დავიმახსოვრე მისამართი.
3) გავხსნით მენიუს გვერდს და მოვნიშნავ იმ ტექსტს რომელმაც ფაქტობრივად უნდა ითამაშოს link-ის  როლი. ამის შემდეგ გამოვიძხებთ link- ბრძანებას.

Saturday, November 1, 2014

მოდული 7

    მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით სახელმძღვანელოში მოვიძიე მასალები და შევქმენი ერთ-ერთი  ამოცანის გადაჭრის ინსტრუქციები.
   ეს ინსტრუქციები ვთვლი, რომ არის საკმაოდ ნათელი რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება, მასწავლებლის დახმარების გარეშე შეასრულოს ესა თუ ის  სამუშაოები.

Sunday, October 26, 2014

მოდული 6

დავამთავრე გეგმის დაწერა.

 ვისწავლე ვიდეოების ჩამოტვირთვა და ატვირთვა YouTube -ზე.

Saturday, October 25, 2014

მოდული 5

    რესურსებში მოვიძიე ინფორმაცია შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით და შევქმენი მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა. ასევე პროექტის გეგმის შაბლონში  შეფასების გეგმაში  შევავსე შეფასების შეჯამება, შეფასების დროის ჩარჩო,  საბაზისო უნარ-ჩვევები. 
    ასევე კარგად გავიხსენე და ვივარჯიშე თუ როგორ უნდა შევქმნა მენიუს ზოლი ჩემს ბლოგში. კერძოდ შევასრულე შემდეგი ბრძანებები: Design-pages-new page- page title და შევქმენი რამოდენიმე ახალი გვერდი პირობითად  "ჩემი პროექტი", "პროექტის შეფასება".
     შევასრულე შემდეგი ბრძანებები new post -Layout- add a Gadget- pages + ;    home შევცვალე "მთავარით".  ჩავაგდე "თოლიები" გვერდების სახელების გასწვრივ მდებარე კვადრატებში  და ცვლილებები შევინახე save ღილაკით. ბოლოს გამოვიყენე save arrangement ბრძანება.
  

Sunday, October 19, 2014

მოდული 4

ჩემი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია შლილების ზომების დადგენა და ამ შლილების შექმნა  Geogebra-ში .  თავი წარმოვიდგინე მოსწავლის როლში , შევქმენი  8 სტერეომეტრიული ფიგურის შლილი.  გამოვიყენე  პროგრამა  SketchUp8 და   შევქმენი  "სტერეომეტრიული ფიგურების  ქალაქები".

Saturday, October 18, 2014

მოდული 3

დღეს ჩვენ დავასრულეთ პრეზენტაცია, ვისწავლე როგორ უნდა მომეთავსებინა ჩემი პრეზენტაცია ჩემს ბლოგზე. ამისათვის ჩემი ფოსტის დისკზე მარჯვენა ღილაკით გავხსენი "პროექტის პრეზენტაციის" მენიუ და შევასრულე შემდეგი ბრძანებები  open with - google slides -file -publish to the web- embed. ავირჩიე სლაიდის ზომები, შევარჩიე სლაიდიდან სლაიდზე გადასვლის დრო, ჩავაგდე "თოლიის" ნიშნები დიალოგის კვადრატებში და მივეცი ბრძანება published. დავიმახსოვრე მისამართი. ავირჩიე პოსტის  რედაქტირების რეჟიმი-HTML. ბოლო  </div> -ის წინ  ჩავაგდე დამახსოვრებული მისამართი და გავააქტიურე compose ღილაკი. სამუშაო დავასრულე Update ბრძანებით.     

Tuesday, October 14, 2014

მოდული 2

მესამე მეცადინეობაზე დავიწყეთ მეორე მოდული, კერძოდ დავიწყე  ჩემი პროექტის პრეზენტაციის შექმნა. შევავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. დავაზუსტე XXI საუკუნის რა უნარ-ჩვევებზე გაიყვანს მოსწავლეს ჩემი პროექტი. დავამუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მასალები მოვიძიე tpdc.ge/essentials-ზე.