რესურსებში მოვიძიე ინფორმაცია შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით და შევქმენი მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკა. ასევე პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების გეგმაში შევავსე შეფასების შეჯამება, შეფასების დროის ჩარჩო, საბაზისო უნარ-ჩვევები.
ასევე კარგად გავიხსენე და ვივარჯიშე თუ როგორ უნდა შევქმნა მენიუს ზოლი ჩემს ბლოგში. კერძოდ შევასრულე შემდეგი ბრძანებები: Design-pages-new page- page title და შევქმენი რამოდენიმე ახალი გვერდი პირობითად "ჩემი პროექტი", "პროექტის შეფასება".
შევასრულე შემდეგი ბრძანებები new post -Layout- add a Gadget- pages + ; home შევცვალე "მთავარით". ჩავაგდე "თოლიები" გვერდების სახელების გასწვრივ მდებარე კვადრატებში და ცვლილებები შევინახე save ღილაკით. ბოლოს გამოვიყენე save arrangement ბრძანება.
ჩემი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია შლილების ზომების დადგენა და ამ შლილების შექმნა Geogebra-ში . თავი წარმოვიდგინე მოსწავლის როლში , შევქმენი 8 სტერეომეტრიული ფიგურის შლილი. გამოვიყენე პროგრამა SketchUp8 და შევქმენი "სტერეომეტრიული ფიგურების ქალაქები".
დღეს ჩვენ დავასრულეთ პრეზენტაცია, ვისწავლე როგორ უნდა მომეთავსებინა ჩემი პრეზენტაცია ჩემს ბლოგზე. ამისათვის ჩემი ფოსტის დისკზე მარჯვენა ღილაკით გავხსენი "პროექტის პრეზენტაციის" მენიუ და შევასრულე შემდეგი ბრძანებები open with - google slides -file -publish to the web- embed. ავირჩიე სლაიდის ზომები, შევარჩიე სლაიდიდან სლაიდზე გადასვლის დრო, ჩავაგდე "თოლიის" ნიშნები დიალოგის კვადრატებში და მივეცი ბრძანება published. დავიმახსოვრე მისამართი. ავირჩიე პოსტის რედაქტირების რეჟიმი-HTML. ბოლო </div> -ის წინ ჩავაგდე დამახსოვრებული მისამართი და გავააქტიურე compose ღილაკი. სამუშაო დავასრულე Update ბრძანებით.
მესამე მეცადინეობაზე დავიწყეთ მეორე მოდული, კერძოდ დავიწყე ჩემი პროექტის პრეზენტაციის შექმნა. შევავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. დავაზუსტე XXI საუკუნის რა უნარ-ჩვევებზე გაიყვანს მოსწავლეს ჩემი პროექტი. დავამუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მასალები მოვიძიე tpdc.ge/essentials-ზე.
მივიღე ინფორმაცია, რომ საიტზე tpdc.ge/essentials - ზე დევს ინფორმაციები პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. გავეცანი პირველ მოდულს, შევქმენი საქაღალდეეები, გადმოვიტანე სურათები, საჭირო მასალები და შევქმენი ბუკლეტი. ჩემი საქაღალდე დავიმახსოვრე ჩემი ფოსტის დისკზე.